Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ძალიან შრომატევადი დღე იყო და ამავდროულად ძალიან საინტერესო. თანდათან გავდივართ პროექტის ბოლოში.

  • დავიწყეთ მოსწავლის პროცედურების წერა
  • ვისწავლეთ ჩვენი პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება
  • ვნახეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები რის მიხედვითაც  დავგეგმეთ და დავამზადეთ  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
დავალებათ მოგვეცა:
პროცედურების დაწერა ბოლომდე
კომენტარის გაკეთება რეფლექსიაზე და პრეზენტაციაზე
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დამთავრება

Saturday, February 21, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე


  • განვიხილეთ მოდული 3.  ინტერნეტ კავშირები
  • განვიხილეთ საავტორო უფლებები, რაც ძალიან საინტერესო იყო.  განსაკუთრებით ძალიან დამამახსოვრდა ,,რა რაოდენობით და როგორ  უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალა" რასაც აუცილებლად გამოვიყებ პროექტებზე მუშაობის დროს. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის, რომ მოსწავლეებს აუხსნა რას ნიშნავს საავტორო უფლებები და როგორ უნდა დავიცვათ ეს წესი. 
  • იმისათვის რომ არ დაირღვას საავტორო უფლებები პროექტის ბოლოს უნდა შევადგინოთ ბიბლიოგრაფია.
  • ვისაუბრეთ რა დონეზე უნდა გამოვიყენოთ ინტერნეთ კომუნიკაცია, როგორ უნდა ჩავრთოთ ინტერნეტი მუშაობის დროს
  • ვისწავლეთ ვიდიოს გადმოტანა ბლოგზე
  • გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი პროექტის თემაზე
  • ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის გეგმაზე.

Sunday, February 15, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე


  • განვიხილეთ მეორე მოდულის აქტივობა 3: ,,შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა"
  • განვიხილეთ დოკუმენტი ,,ტროექტებზე დაფუძნებული სწავლების შეფასება"
  • დავგეგმეთ ჩვენი პროექტისთვის შეფასებისთვის რა მეთოდებს გამოვიყენებთ.
  • გავაგრძელეთ ,,სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება" კერძოდ: შეფასების დროის ჩარჩო და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
  • ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა
  • ბლოგის დიზაინის შეცვლა
  • სურათის ჩასმა, როგორც ინფორმაციული ობიექტი და სურათის ჩასმა ტექსტში
  • გავაკეთეთ პრეზენტაცია გავლილ მასალაზე

Saturday, February 14, 2015

ტრენინგის მესამე დღე


  • დავასრულეთ მშობლის ბუკლეტზე მუშაობა. რაც ძალიან საინტერესო იყო და გამოგვადგება მშობლებთან ურთიერთიბაში
  • განვიხილეთ მეორე მოდული: სასწავლო პროექტის დაგეგმვა
  • გავაგრძელეთ და ვისწავლეთ, როგორ უნდა შევავსოთ სასწავლო პროექტის გეგმა ეროვნული სწავლების გეგმიდან გამომდინარე, რაც ძალიან საინტერესო იყო და დამეხმარება პროექტის სწორად დაგეგმვაში.
  • გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ვიმუშავე გონებრივი იერიშის კითხვებზე, რაც დამეხმარა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კიხვების გარჩევასა და ჩამოყალიბება

საშინაო დავალება: პროექტის თემიდან გამომდინარე, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების მოფიქრება.

Sunday, February 8, 2015

ტრენინგის მეორე დღე


  • კურსის მონაწილეებმა ერთმანეთს წარუდგინეთ პროექტის თემის სათაურები და ჩვენი მიზნები, რაც ძალიან საინტერესო იყო.
  • ვისწავლეთ ბლოგზე პოსტის გამოქვეყნება და რედაქტირება.
  • ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება და ერთმანეთს გაუკეთეთ კომენტარები.
  • გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს
  • გავეცანით ბუკლეტის დამზადებას და გამოვიყენეთ სახელმძღვანელოდამ ნიმუშად: ,,ბუკლეტი შაბლონი 1"
  • ჩვენი პროექტიდან გამომდინარე დავამზადეთ ბუკლეტის პირველი გვერდი.
  • დავაარქივეთ საქაღალდე და გავაგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე.
დავალებათ მოგვეცა:
  • პირველი მოდულის წაკითხვა
  • ბუკლეტის ტექსტის მომზადება
  • პროექტის გეგმის შაბლონის შევსება
  • კურსის მონაწილეებისთვის კომენტარის გაკეთება

Saturday, February 7, 2015

ტრენინგის პირველი დღე


  • კურსის მონაწილეები გავეცანით ერთმანეთს
  • გვნახეთ სახელმძღვანელო, გავეცანით ინტელის ძირითად კურს, ტრენინგის მიზნებს და ამოცანებს.
  • შევქმენით საქაღლდე ჩვენი პორთფოლიოსთვის და მოვათავსეთ სასწავლო დოკუმენტაცია (. . . ), რომელიც გადმოვიწერეთ ელექტრონული სახელმძღვანელოდან.
  • დავათვალიერეთ და გავეცანით პროექტის გეგმებს. ვნახეთ საუკეთესო პროექტის ნიმუშები.
  • გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, პორთფოლიოს ჩეკლისტს, პროექტის გეგმის შაბლონს.
  • შევქმენით ელექტრონული ფოსტა 
  • დავრეგისტრირდით ბლოგზე
  • მოგვეცა საშინაო დავალება - ჩვენი პროექტის თემა.